პარლამენტის ალყაში მოქცევა და მშვიდობიანი პიკეტირება | აქციის საინიციატივო ჯგუფის გეგმა

გამოქვეყნდა:

პარლამენტის ალყაში მოქცევა და მშვიდობიანი პიკეტირება - ეს არის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის საინიციატივო ჯგუფის გეგმა, რომელიც დემონსტრანტებს გიორგი ვაშაძემ გააცნო. 

მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოს ალყაში დღეს მოაქცევენ და აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა და უკანა შესასვლელებთან განლაგდებიან. უკვე ხვალ კი, როცა დეპუტატები სესიაზე შეიკრიბებიან, ვაშაძემ პარლამენტის პიკეტირება დააანონსა: "მშვიდობიანი პიკეტირება, მანამ სანამ ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებენ".

მან პოლიციას მოუწოდა, არ დაუპირისპირდნენ აქციის მონაწილეებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი