"მე ვარ ქართველი საჯარო მოხელე! აუცილებლად უნდა გავაპროტესტოთ კანონი" | კარლო ამირგულაშვილი

გამოქვეყნდა:

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კარლო ამირგულაშვილი რუსთაველზე პარლამენტთან მივიდა. მან სოციალურ ქსელშო ფოტო თავად გამოაქვეყნა:

"მე ვარ ქართველი საჯარო მოხელე და არცერთ პოლიტიკურ გაერთიანებას არ მივეკუთვნები, ვემსახურები მხოლოდ საქართველოს!

იქ ვდგავარ ეხლა, სადაც მგონია რომ აუცილებლად უნდა გავაპროტესტოთ კანონი, რომელმაც უკვე დაგვაზიანა, დააზიანა ჩვენი ევროპული ურთიერთობები და საერთაშორისო იმიჯი. ეს კანონი არ ემსახურება გაერთიანების, მშვიდობის, აღმშენებლობის და ჩვენი ისტორიული და თავისუფალი ევროპული განვითარების საქმეს! ეს კანონი იმდენად ბოროტულია, რომ ის განხილვამდეც კი არ უნდა მისულიყო!

დამოუკიდებლობის სამი ათეული წელია გამუდმებულ დაძაბულობაში ვცხოვრობთ - ეს უნდა დასრულდეს! უნდა დასრულდეს, რათა ბევრი მონდომებით, შრომითა და ქვეყნის სიყვარულით ქართული, ევროპული და დემოკრატიული სახელმწიფო ავაშენოთ! ეს ის მდგომარეობაა, როცა ისტორიის სწორ მხარეს უნდა დავდგეთ, ისტორიის ქართულ მხარეს, ისტორიის ევროპულ მხარეს!", - წერს ამირგუნაშვილი.

შეგახსენებთ, ამ წუთებში რუსთაველზე პარლამენტთან აქცია იმართება. მოქალაქეები რუსულ კანონს აპროტესტებენ. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი