
გამოიტანონ კანონი და ხალხი დამშვიდდება... ნუ მიდიან ხალხის ნების წინააღმდეგ, - ამის შესახებ სტრატეგია აღმაშნებელის ლიდერი გიორგი ვაშაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მთავარ არხთან საუბრობს.
ხალხი არის ძალიან აღელვებული. კანონი უნდა გაიწვიონ. მათ ხელშია დაწყნარება და დამშვიდება ხალხის. ეს არის პირველი, აუცილებელი, რაც მინდა ვუთხრა ამ ადამიანებს. მეორე მნიშვნელოვანი, ქოც-ტროლებმა დაიწყეს მუშაობა და დეზინფორმაციის გავრცელება, პირადად მე გამოვიყვანე ის ხალხი ვისაც აბრალებენ რაღაცა ქმედებებს, არაფერი განსაკუთრებული არ იყო... გამოიტანონ კანონი და ხალხი დამშვიდდება და მერე უკვე მოვიფიქრებთ, როგორ უნდა ვიმოქმედოთ და ვიმუშაოთ. ხალხის ნების წინააღმდეგ ნუ მიდიან, ხალხის მოთხოვნა იყო ამ კანონის უკან გაწვევა და ეს უნდა გააკეთოს, ამას სჭირდება ძალიან მარტივი გადაწყვეტილება. ნუ სცდით ხალხის ნერვებს, ნუ თამაშობთ ხალხის ნერვებზე, ნუ იყენებთ გადამეტებულ ძალას..., - ამბობს ვაშაძე.