
Freedom House რუსთაველზე გამართულ აქციასა და სამართალდამცველების მხრიდან აქციის დაშლას ეხმაურება და შეშფოთებას გამოთქვამს. გარდა ამისა, ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გადახედოს "აგენტების შესახებ" კანონპროექტს.
"შეშფოთებულები ვართ "აგენტების კანონპროექტის" გარშემო საქართველოში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის ძალადობის გამო. მშვიდობიანი შეკრების ფუნდამენტური უფლება დაცული უნდა იყოს მოლოტოვის კოქტეილებისგან, ცრემლმდენი გაზისა და წყლის ჭავლისგან.
ჩვენ ასევე ვიმეორებთ შეშფოთებას უცხოელი აგენტების შესახებ შემოთავაზებული კანონის გამო და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გადახედოს კანონპროექტს", - წერია განცხადებაში.