რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას სპეცრაზმელები მორიგ ჯერზე არბევენ. ადგილზე, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, იყენებენ წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს და მათი მიმართულებით დამიზნებით ისვრიან.
ირკვევა, რომ აქციის მონაწილეებს გასაქცევიც აღარ აქვთ, რადგან მიმდებარედ ყველა ქუჩაზე გომელაურის უწყების თანამშრომლები არიან განლაგებულები.