
"ქართველი ერი "უცხოელი აგენტების შესახებ" შემუშავებულ ახალ კანონს კრემლის შთაგონებულ ინსტრუმენტად მიიჩნევს, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას", - ამ სათაურით ეხმაურება გავლენიანი ამერიკული გამოცემა The New York Times რუსთველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს.
სტატიის ავტორი წერს, რომ ქართველი ხალხი, რომელმაც დაგმო ეს კანონი, ორი დღეა აქციებს მართავს მოწოდებით "არა რუსულ კანონს, არა რუსულ მთავრობას".
სტატიაში ასევე საუბარია პოლიციის მიერ აქციის დაშლაზე. ავტორი წერს, რომ სამართალდამცველებმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.