აქციის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მანქანა დემონსტრაციულად დაწვეს, რის შემდეგაც, სპეცრაზმმა ცეცხლი წყლის ჭავლით ჩააქრო.
ადგილზე ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. სპეცრაზმი აქციას ვერ შლის და მშვიდობიან მოქალაქეებს აკავებს.
სულ ცოტა ხნის წინ კი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა ისევ გამოიყენეს. წყლის ჭავლის მანქანა მათ დაშლისკენ ამ დრომდე მოუწოდებს და აფრთხილებს: "მოქალაქენო, გთხოვთ დაიშალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები".