ოპოზიციური პარტიების ერთობა და საპროტესტო მოძრაობაში ჩართული სტუდენტები, საერთო-სახალხო მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის დაწყების შესახებ, 9 მარტს, 11:00 საათზე, საგანგებო ბრიფინგს გამართავენ.
პარტიების ცნობით, ბრიფინგზე გაჟღერდება პარტიებისა და სტუდენტური საპროტესტო გაერთიანების შეთანხმებული 3-პუნქტიანი გეგმა საერთო-სახალხო მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის კონკრეტული მოქმედებების შესახებ.