ამ წუთებში აქციის მონაწილეები მელიქიშვილის გამზირზე იმყოფებიან, სადაც მათ პოლიცია თსუ-სკენ მსვლელობის დროს წამოეწია. მშვიდობიანი მოქალაქეები სკანდირებენ: "საქართველო", "არა რუსულ კანონს" და პოლიციის წინ ხელებაწეულები დგანან.
მანამდე კი რუსთაველზე გომელაურის უწყების თანამშრომლებმა მორიგ ჯერზე გამოიყენეს არაპროპორციული ძალა და აქციის მონაწილეებს ხელკეტებით გაუსწორდნენ.