უკრაინის ყველა რეგიონში საჰაერო განგაშია - ოკუპანტებმა კიევი დაბომბეს

გამოქვეყნდა:

9 მარტს ღამით, ჰაერის განგაში გამოცხადდა უკრაინის ყველა რეგიონში. აფეთქებების ხმა ისმოდა უამრავ რაიონში.

რუსებმა უკრაინა ირანული დრონებით კიდევ ერთხელ დაბომბეს. ოდესისა და ხარკოვის რეგიონში სამიზნე ენერგეტიკული ობიექტები გახდა. 

”არავითარ შემთხვევაში არ უგულებელვყოთ განგაში”, - წერს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ტელეგრამაში.

დედაქალაქის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, დაბომბვის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ამასთან, კიევის 40% ელექტროენერგია არ მიეწოდება. 

"სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, დედაქალაქის მომხმარებელთა 40%-ს ელექტროენეგრია გადაუდებელი გამორთვის გამო არ მიეწოდება. წყალმომარაგება მუშაობს ჩვეულ რეჟიმში",- წერს კლიჩკო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი