ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად, საზოგადოებას უკეთ განვუმარტავთ, რას ემსახურებოდა კანონპროექტი - "ოცნება"

გამოქვეყნდა:

"ქართულმა ოცნებამ", "ხალხის ძალამ" და საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს, 9 მარტს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და თქვეს, რომ "უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე" გაიწვევენ მათ მიერ მხარდაჭერილ "რუსულ კანონპროექტს". 

განცხადებაში ნათქვამია, რომ "ემოციური ფონის" ჩაცხრომასთან ერთად საზოგადოებას უკეთესად განუმარტავენ რას ემსახურებოდა კანონპროექტი და მოსახლეობასთან შეხვედრებს დაიწყებენ, რათა ფართო საზოგადოებამ "სიმართლე" გაიგოს.

"ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად, საზოგადოებას უკეთ განვუმარტავთ, თუ რას ემსახურებოდა კანონპროექტი და რატომ იყო მნიშვნელოვანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. ამისათვის, დავიწყებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ფართო საზოგადოებას გავაგებინებთ სიმართლეს საკითხის თითოეულ დეტალთან დაკავშირებით.

ჩვენ ვმოქმედებთ იმ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით, რომელიც, როგორც მმართველ ძალას, საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე გვაკისრია.

საქართველო შეინარჩუნებს მშვიდობასა და სტაბილურობას და განაგრძობს სვლას ღირსებით ევროპისკენ, რაც ქართული საზოგადოების პრინციპული არჩევანია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

იხილეთ: 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი