მივესალმებით კანონპროექტის გაწვევას, მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ლიდერს განაახლონ პროევროპული რეფორმები - EU 

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის საელჩო საქართველოში ეხმაურება "ოცნების" მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ ისინი რუსულ კანონპროექტს გაიწვევენ. 

"მივესალმებით მმართველი პარტიის განცხადებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ. მოვუწოდებთ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ინკლუზიური და კონსტრუქციული გზით განაახლონ პროევროპული რეფორმები 12 პრიორიტეტის შესაბამისად საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღწევის მიზნით",- წერს ევროკავშირის საელჩო 

შეგახსენებთ, რომ ქართველი ხალხის პროტესტის შემდეგ, რასაც თან ახლსა დასავლეთის კრიტიკული შეფასებები და განცხადებები, "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტიდან რუსული კანონპროექტი გაიწვია. განცხადება "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა საბჭომ, "ხალხის ძალამ" და საპარლამენტო უმრავლესობამ ერთობლივად გაავრცელეს. 

ვითარება რუსთაველის გამზირზე | მთავარის სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი