გათავისუფლდნენ დაკავებულები, "ოცნებამ" ჩააგდოს კანონპროექტები კენჭისყრაზე - დღეს პარლამენტთან აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

ოპოზიციური პარტიების განცხადებით, დღეს, პარლამენტთან კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართება. მოქალაქეები ადგილზე საღამოს 19:00 შეიკრიბებიან. ოპოზიცია ითხოვს გათავისუფლდნენ მიტინგების დროს დაკავებული მოქალაქეები, ასევე, მკაფიოდ განმარტოს ხელისუფლებამ, როგორ აპირებს კანონპროექტების გამოწვევას.

"დღეს აუცილებლად იქნება აქცია, იმიტომ, რომ არსებობს უამრავი ახალგაზრდა, რომლებსაც არ გვაქვს ნდობა "ქართულ ოცნებასთან", რომლებიც ვთვლით, რომ მხოლოდ ჩვენ ვართ გარანტი, იმისა, რომ ქვეყანა გახდეს დასავლეთის ნაწილი. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც მოვითხოვთ ორივე პუნქტის შესრულებას - ერთი მხრივ გვჭირდება მკაფიოობა, როგორ აპირებენ გაიწვიონ მოცემული კანონი, იმიტომ, რომ მათი განცხადებები ბუნდოვანია, მათ აქვთ სახელი გატეხილი. მეორე, ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვერდზე იდგნენ, იბრძოდნენ ჩვენთან ერთად, ჩვენ ვიყავით იქ ერთმანეთის არა მარტო თანამებრძოლები, მეგობრები, ეს ხალხი არის დაჭერილი, სანამ ეს ადამიანები არ იქნებიან გარეთ გამოსულები, არ იქნებიან თავისუფლები, "ქართულ ოცნებას" არ ეგონოს, რომ საქმე აქვთ მარტივად. დღეს იქნება აქცია, რომელიც იქნება საშუალება, ერთი მხრივ, ვიამაყოთ ერთმანეთით, ვიამაყოთ ჩვენი გაკეთებულით, ვიამაყოთ იმით, რომ პრორუსულ ძალას ვაიძულეთ გადაედგა ეს ნაბიჯი, გარდა ამისა, გარანტია მოვიპოვოთ იმისა, რომ თავისუფლები იქნებიან ჩვენი მეგობრები, კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ მთელი ამ პროცესის განმავლობაში, სანამ საქართველო არ დადგება პროდასავლურ კურსზე, გარანტირებულად, არ შეწყდება აქ პროცესები", - თქვა ცოტნე კობერიძემ. 

"დროას" წევრი, გიგა ლემონჯავას განცხადებით, "ქართული ოცნება" მატყუარა რუსების გუნდია, რომელმაც ხალხი არაერთხელ მოატყუა, მათ შორის, 20 ივნისს, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით:

"საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი არ იცნობს პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის უკან გახმობის სამართლებრივ პროცედურას. ერთადერთი გზა, რომ ჩვენ დავიჯეროთ, რომ ქართულმა ოცნებამ უარი თქვა ამ კანონზე, არის შემდეგი - გამოიხმონ ვენეციის კომისიაში გაგზავნილი ორივე ვერსია ამ რუსული კანონის, დააყენონ კენჭისყრაზე ორივე კანონპროექტი და ჩააგდონ". 

მისი თქმით, სანამ ეს არ მოხდება გაგრძელდება წინააღმდეგობა და პროტესტი. 

არა რუსულ კანონს! | მთავარი არხის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი