ერთი თვის განმავლობაში შეუძლიათ ისევ დააყენონ კენჭისყრაზე...ვირეშმაკობენ - წითლიძე პროცედურაზე

გამოქვეყნდა:

"მეგობრებო განვმარტავ რომ არ დაიბნეთ. 
გაწვევა შესაძლებელია ე.წ. ამერიკული ვარიანტის კანონპროექტის - რომელიც პირველ მოსმენაზე არ გასულა. სავარაუდოდ ქოცები ამაზე იძახიან რომ გაიწვევენ. სამართლებრივად ამ კანონპროექტთან ეს შეუძლიათ. 
უკვე პირველ მოსმენაზე მიღებული ეს ბოლო კანონპროექტი თუ "გაწვევა" უნდათ უნდა ჩააგდონ შემდეგნაირად: განიხილოს ისევ კომიტეტებმა, უნდა ჩააგდონ. მერე სესიაზე უნდა გავიდეს ჩააგდონ. 
მაგრამ ერთი თვის განმავლობაში შეუძლიათ ისევ დააყენონ კენჭისყრაზე თუ განმცხადებელი მოითხოვს. ანუ განმეორებით შეუძლიათ დააყენონ. თუ არ დააყენებენ ერთი თვის ვადაში ისევ საკითხს უკვე საბოლოოდ ითვლება ჩავარდნილად. 
ისევ ვირეშმაკობენ. 
გამოიწვევენ ე.წ. ამერიკულ ვარიანტს, მეორეს დაიტოვებენ და დაელოდებიან პროტესტი როგორი იქნება."

წერს ენმ-ს დეპუტატი ანი წითლიძე რუსული კანონპროექტის გაწვევასა და შემდგმ პროცედურებთან დაკავშირებით. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი