კიდევ ერთი მძიმე ღამის მოვლენების ქრონიკა - მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა, ცემა და დევნა

გამოქვეყნდა:

კიდევ ერთი მძიმე ღამე დედაქალაქის მთავარ გამზირზე - საქართველოს თავისუფლების და ევროპული მომავლის დასაცავად გამოსული მოქალაქეების წყლის ჭავლითა და რეზინის ტყვიებით დაშლა სამართალდამცველებმა რამდენჯერმე სცადეს. ამის მიუხედავად მოქალაქეები არ იშლებოდნენ და პროტესტს აგრძელებდნენ.

რუსთაველის გამზირზე აღიმართა სახელდახელო ბარიკადები, მორიგი შეტაკებისას დაიწვა პოლიციის მანქანა, თუმცა ადგილზე მდგარ სახანძრო ბრიგადას რეაგირება არ ჰქონია. 

გამთენიისას პოლიცია განსაკუთრებულ აგრესიაზე გადავიდა, ისროდნენ რეზინის ტყვიებს, არიან დაშავებულებიც. 

რობოკოპებმა დემონსტრანტებს მელიქიშვილის გამზირამდე სდიეს, თუმცა მოქალაქეები ისევ პარლამენტის წინ შეიკრიბნენ. 

დილის 7 საათზე პოლიციამ ყველა დემონსტრანტის უხეში ძალით დაკავება დაიწყო, ადგილზე მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ მედიას, რომ ასფალტზე დაყრილი ახალგაზრდების მიმართ პოლიციის ძალადობა ვიდეო კადრებში არ მოხვედრილიყო.

ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი