
ლვოვის რაიონში რუსული რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა, დაიღუპა 5 მოქალაქე - ინფორმაციას ლვოვის რეგიონალური სამხედრო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე მაკსიმ კოზიცკი ავრცელებს.
სარაკეტო დარტყმის შედეგად გაჩენილმა ხანძარმა გაანადგურა სამი საცხოვრებელი სახლი, სამი მანქანა, ავტოფარეხი და რამდენიმე დამხმარე შენობა.
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.
რუსების მასიური სარაკეტო შეტევის შედეგად აფეთქებები იყო კერძოდ კიევის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკისა და ოდესის რეგიონებში.
გარდა ამისა, რუსებმა დროებით ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, 9 მარტის ღამეს რუსეთის არმიამ 81 რაკეტა ისროლა, საიდანაც უკრაინამ 34 გაანადგურა.
ზალუჟნიმ აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ასევე გაანადგურეს 4 ირანული შაჰიდის დრონი.