გირჩი-მეტი თავისუფლების ინფორმაციით, პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და პარტიის წევრი, ნიკა მოსიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაჰყავთ.
შეგახსენებთ ჯაფარიძე და მოსიაშვილი რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე 7 მარტის ღამეს, აქციის დარბევისას დააკავეს. პოლიციამ მათი მისამართით ფიზიკური ძალა გამოიყენა. ადვოკატის ინფორმაციით, ჯაფარიძეს დუბინკებით მიყენებული დაზიანებები თავის არეში აღენიშნება.
ჯაფარიძე და მოსიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.