დიდი რუსული კედელი საქართველოსა და ევროკავშირს შორის - ასე აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები ოცნების რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით და ერთობლივ მიმართვაში ითხოვენ, რომ პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს მეორე მოსმენაზე უყარონ კენჭი და ჩააგდონ ის.
საზოგადოება ვაცნობებთ, რომ არ არსებობს პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის გაწვევის პროცედურა, შესაძლებელია მხოლოდ მისი ჩაგდება მეორე მოსმენით, შესაბამისად, აუცილებელია, რომ პარლამენტმა რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყაროს კენჭი და ჩააგდოს ის. ხოლო რუსული კანონის მეორე ვერსია, რომელსაც კენჭი არ ეყარა, ინიციატორებმა ოფიციალურად გაიწვიონ" აცხადებენ არასამთავრობოები.
ისინი მოითხოვენ დაუყოვნებლივ გაიმართოს პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც მეორე მოსმენით უყრიან კენჭს და ჩააგდონ ის. გარდა ამისა, მესამე სექტორი ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს ყველა ის დაკავებული პირი, რომლებიც ბოლო 2 დღის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე დააკავეს