
"ერთი ადამიანის აღქმაშიც კი რომ დარჩეს, საქართველოს უმრავლესობა ასე არ ფიქრობს, გარანტირებულად გეუბნებით, ერთი ადამიანის აღქმაში, მართლაც შეიძლება რომელიმე ერთს, [....] რომელიმე ადამიანს რომელიც გულწრფელად ფიქრობს, რომ ეს შეიძლება რუსულ საქმეს მოემსახურებოდა მას უნდა აუხსნა, სინამდვილეში რა ეწერა. რა აღმოვაჩინეთ იცით?!
ამისი გამპროტესტებელი ადამიანებიდან, 99%-ს კი არა, თითქმის 100%-ს წაკითხულიც არ ჰქონდა რაზე იყო ის რამდენიმე წინადადება, რომ მხოლოდ დეკლარირების ვალდებულებას და ადმინისტრაციულ ჯარიმას, ამის უარყოფის შემთხვევაში შეეხებოდა, ეს არ იცოდა ბევრმა და წაკითხულიც არ ჰქონდა. იმდენად ჰქონდათ თავში გამჯდარი რაღაც ცრუ ნარატივი, რომელიც თქვენ ალაგეთ დღეების განმავლობაში, ჯერ კიდევ დაუწერელ კანონზე. ერთ ადამიანსაც კი ეს განცდა რომ არ დარჩეს, ესეც კი მნიშვნელოვანია, იმდენად ჩვენთვის პრინციპულია, რომ ჩვენ უნდა ვიაროთ ევროპისკენ ღირსებით, ჩვენი ეროვნული იდენტობის შენარჩუნებით და რაიმე მსგავსი ამ საკითხებთან დაკავშირებით რისკების გამორიცხვით".
თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ.