"ეს ტექნიკური საკითხია... პოლიტიკანებმა თავი შეიკავონ სპეკულაციებისგან" | კობახიძე რუსული კანონის გაწვევაზე

გამოქვეყნდა:

რუსული კანონპროექტების გაწვევასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძე ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების სკეპტიციზმს ეხმაურება. ამბობს, რომ მათი მხრიდან გამოთქმული მოსაზრებები სპეკულაციებია და მათი მიზანი ძალადობრივი მუხტის შექმნაა. 

პროცედურა აქ არაფერ შუაშია. პოლიტიკური გადაწყვეტილება არის მიღებული, ეს გადაწყვეტილება არის გაჟღერებული და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაიხედება. დანარჩენი არის მხოლოდ ტექნიკური საკითხი. ვინც ცდილობს, რომ ეს არის ტექნიკური საკითხი გამოიყენოს მანიპულირებისთვის, იმისათვის, რომ ძალადობრივი მუხტი შექმნას დღეს, რაც იყო სამწუხაროდ გუშინ და გუშინწინ, ის არის თანაზიარი პასუხისმგებლობისა, რომელიც ამას შეიძლება უკავშირდებოდეს. ყველას მოვუწოდებ, პოლიტიკანებს, რომლებიც ამაზე სპეკულირებენ, რომ თავი შეიკავონ ასეთი სპეკულაციებისგან. ეს არის წმინდა წყლის ტექნიკური საკითხი, დანარჩენი ყველაფერი არის სპეკულაციები, - ამბობს კობახიძე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი