"გუშინ და გუშინწინ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ჰუმანურობა კიდევ ერთხელ აჩვენეს" | კობახიძე დარბევებზე 

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გასული ორი დღის განმავლობაში, როცა გომელაურის უწყების თანამშრომლებმა მშვიდობიანი მოქალაქეები არაერთხელ, ძალის გამოყენებით დაარბიეს, "სახელმწიფომ, მათ შორის სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ჰუმანურობა კიდევ ერთხელ აჩვენა".

ის მორიგ ჯერზე იხსენებს ყოფილ ხელისუფლებას და ამბობს, რომ "2012 წლამდე ისინი არაფერს ერიდებოდნენ."

მათ აქვთ გარკვეული რესურსი, რომ რისკის ქვეშ დააყენონ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე ჩვენ ამას ვერ დავუშვებდით. მაგრამ მათი ბუნება ეს არის. მათ შეუძლიათ ძალიან მარტივად გაწირონ ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლე, არაფერს არ მოერიდებიან ისინი. ეს არის მათი ბუნება. ასეთები იყვნენ ისინი როცა იყვნენ ხელისუფლებაში თავის დროზე, 2012 წლამდე, ვგულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას და დღესაც ეს არის მათი ბუნება. მაათ ელემენტარულად შეუძლიათ ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმა რაც შეუქმნის ცალკეულ ადამიანებს.

მათ გაწირეს მაგალითად ახალგაზრდები იმ ძალადობრივი ქმედებებისთვის, რომლებიც არის ბუნებრივია მთელი საზოგადოებისთვის აბსოლუტურად მიუღებელი. ეს არის მათი ბუნება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ აბსოლუტურად განსხვავებული. რაც გამოჩნდა გუშინ და გუშინწინ, როდესაც ჰუმანურობა კიდევ ერთხელ აჩვენა სახელმწიფომ, მათ შორის სამართალდამცავმა სტრუქტურებმა და მათ რა თქმა უნდა განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მოთმინებისა და პროპორიცულობის პრინციპის შესბამისად მოქმედებისთვის, - ამბობს კობახიძე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი