რუსულ კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით 21 მარტს გაიტანენ

გამოქვეყნდა:

პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც რუსული კანონპროექტი მეორე მოსმენით გავა, 21 მარტს გაიმართება. ყველა იმ დეპუტატმა, რომელმაც პირველი მოსმენისას აღნიშნულ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს, ახლა წითელ ღილაკს უნდა მიაჭირონ ხელი იმისთვის, რომ საკანონმდებლო ინიციატივა ოფიციალურად ჩავარდეს.

ქართულმა ოცნებამ რამდენიმედღიანი მწვავე და მრავალათასიანი პროტესტის შემდეგ კანონპროექტის გაწვევისა და მეორე მოსმენით მისი ჩაგდების გადაწყვეტილება მიიღო. კანონპროექტები გამოწვეულია ვენეციის კომისიიდანაც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი