
"პრეზიდენტმა ძალადობის რომანტიზება მოახდინა" - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს და სალომე ზურაბიშვილის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების ცეკვის ვიდეოს სოციალურ ქსელში გაზიარებას ეხმაურება.
"მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტის პოზიციით, რომელიც გუშინ ვნახეთ ჩვენ, რომ გარკვეულწილად რომანტიზება მოახდინა ამ ძალადობისა, როდესაც მან ერთ-ერთი ვიდეო დადო და აღწერა ის, როგორც სირენების ფონზე მოცეკვავე თინეიჯერები" - ამბობს პაპუაშვილი.