
"იმედი მაქვს, რომ მთავრობა მართლაც საბოლოოდ გამოიწვევს ამ კანონს", - ამის შესახებ ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი "მთავარ არხთან" საუბრობს და ამბობს, რომ ეს არ არის მორიგი პოლიტიკური თამაში რადგან, მმართველმა კარგად დაინახა ხალხის აზრი "ოცნების" რუსული კანონის შესახებ.
გარდა ამისა, მისი თქმით ევროპარლამენტი აკვირდება ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის საქმეებსაც, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულია. მისივე თქმით, ამ საკითხებთან დაკავშირებით ევროპარლამენტში, საქართველოს მთავრობასთან აქტიურად საუბრობენ
"მე იმედი მაქვს, რომ მთავრობა მართლაც საბოლოოდ გამოიწვევს ამ კანონს. გარკვეული პროცედურებია დასაცავი და ეს არ არის მორიგი პოლიტიკური თამაში იმიტომ, რომ მთავრობამ კარგად დაინახა ხალხის აზრი ამ კანონის შესახებ, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან მთავრობის მხრიდან კონტროლის გაძლიერებას. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს კანონი მიზანმიმართული იყო სამოქალაქო საზოგადოების გავლენის შესამცირებლად და მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებამდე კრიტიკული ხმების ჩასახშობად.
ამიტომ მე და ჩემს კოლეგებს ევროპარლამენტიდან იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებლობას აიღებს და გაიწვევს ამ კანონპროექტს პარლამენტიდან, ევროპარლამენტმა უკვე მოითხოვა ევროკომისიისგან და სხვა კომისიებიდან, რომ სანქციები დაუწესდეს პირველ რიგში ოლიგარქ ივანიშვილს, ასევე სხვა ადამიანებს, რომლებიც ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის საბოტაჟს ეწევიან.
ამიტომ ჩვენ, რა თქვა უნდა, ამ კანონპროექტთან დაკავშირებულ მოვლენებსაც ვაკვირდებით, რადგან ეს ყველაფერი გადაბმულია ერთმანეთზე/ ჩვენ ასევე ყურადღებით ვაკვირდებით ნიკა გვარამიას საქმეს, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებულია, ასევე ვაკვირდებით მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ვთვლით, რომ ჰუმანიტარული საბაბით და საქართველოს კანონის შესაბამისად ის უნდა გათავისუფლდეს და გაგზავნილი სამკურნალოდ. რაც შეეხება ნიკა გვარამიას ის თავისუფალი მედიის სიმბოლო გახდა საქართველოში და ამიტომ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამ საქმეებს ჩვენ ვსაუბრობთ ამ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასთან ევროპარლამენტშიც", - თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ "ოცნებამ" რუსული კანონი გაიწვია. ასევე დღეს "ქართული ოცნების" ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გაგზავნა წერილი ვენეციის კომისიაში კანონპროექტების გამოხმობის შესახებ.