"დარტყმის მომენტში რამდენჯერმე გონება დავკარგე... შეთრევის მომენტშიც გვცემეს" - ამის შესახებ გირჩი მეტი თავისუფლების წევრი ნიკა მოსიაშვილი საუბრობს და აქციაზე დაკავების დეტალებს იხსენებს.
ჩემს დაკავებამდე ვესაუბრებოდით სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს და ზოგადად პოლიციელებს მთელი ამ ხნის განმავლობაში. არ ყოფილა არანაირი სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი. ადამიანები ვიღაცები რომ ემოციურად ისვრიდნენ აქეთ-იქით ბოთლებს ან რაღაცებს და ყვიროდნენ, ჩვენ პირიქით მოვუწოდებდით ადამიანებს, რომ სიმშვიდე შეენერჩუნებინათ. იქ რაღაც მომენტში მერე მაგათი ხელმძღვანელი, გენერალი იყო თუ არ ვიცი ვინ იყო, გამოვიდა და გვითხრა, რომ საუბრის უფლება არ გვქონდა და უნდა გავჩუმებულიყავით. ერთ მომენტში მოხდა რაღაცა ესკალაცია. ჩემს წინ ვიღაცას დაარტყეს...
ბევრი რაღაც არ მახოვს, იმიტომ რომ ამ დარტყმის მომენტში რამდენჯერმე გონება დავკარგე და ეს აღარ მახსოვს. ის მახსოვს, რომ მის წინ გადავედი, მერე შეგვათრიეს იქ. ამ შეთრევის მომენტში ნორმალურად გვცემეს, კარგად. რომ წამოგვაყენეს და ფეხზე როცა დავდექით, იქაც რამდენჯერმე დაგვარტყეს. ამის მერე მე გადამიყვანეს დიღმის სამმართველოში და იმათგან მსგავსი რამ არ ყოფილა, - ამბობს მოსიაშვილი.