თქვენ გვაჩვენეთ დეპოლარიზაცია, პირველი ნაწილი რეკომენდაციების ამით შესრულებულია - ზურაბიშვილი მოქალაქეებს

გამოქვეყნდა:

...ეს ხალხის ნება გამოჩნდა არაჩვეულებრივად. გამოჩნდა არა მხოლოდ საქართველოში, გამოჩნდა ასევე საზღვარგარეთ. მთელმა  ჩვენმა პარტნიორებმა დაინახეს საქართველოს ევროპული   გზის მიმართ ეს არაჩვეულებრივი განწყობა და ნამდვილად ხალხის ნება. 

ეს იყო ამავდროულად პირველი ნიშანი დეპოლარიზაციის, რამეთუ ამ ერთი მიზნის ირგვლივ ყველა იყო გაერთიანებული და ეს გაერთიანება საზოგადოების ძალიან კარგად გამოჩნდა. და ეს გაერთიანება არ არის ერთი დღით. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს გაერთიანება გამოიხატება ნებისმიერ ეტაპზე ჩვენს ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ამ გზაზე მე უკვე გითხარით, რომ თქვენ გვერდით ვარ... 

კიდევ ერთხელ, მეამაყებით. თქვენ გვაჩვენეთ დეპოლარიზაცია, პირველი ნაწილი რეკომენდაციების ამით შესრულებულია. ხელისუფლებამ არ გაბედოს და არ სცადოს კიდევ პოლარიზაცია შემოიტანოს ამ დაწყნარებულ საზოგადოებაში, რომელმაც იცის სად მიდის, საითკენ მიდის და როგორ უნდა წავიდეს.

ნათქვამია პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებაში, რომელიც მან აშშ-დან რუსული კანონპროექტების გაწვევასთან დაკავშირებით გაავრცელა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი