ხვალ, 10 მარტს, პარლამენტში რიგგარეშე სხდომა ჩაინიშნა

გამოქვეყნდა:

პარლამენტში რიგგარეშე სხდომა ჩაინიშნა. ის ხვალ, 10 მარტს 12:0 საათზე გაიმართება. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ენმ-ის დეპუტატი ანა წითლიძე ავრცელებს

ხვალ პარლამენტში სხდომა ჩაინიშნა 12:00 სთზე.

არადა დილით მდინარაძემ მომავალ სესიაზე ჩავაგდებთო. ანუ 10 დღეში.

ეგონა მუხტი განელდებოდა მანამდე))

ახლა სხდომა ჩანიშნეს სასწრაფოდ ხვალ)

ხვალაც უნდა ვანახოთ პროტესტი!

სხდომა უნდა მიმდინარეობდეს გარეთ ასეთი პროტესტის ფონზე!

ხვალ უნდა მოკვდეს უკვე სამართლებრივად ეგ კანონი!, - წერს წითლიძე.

 შეგახსენებთ, მანამდე ქართულმა ოცნებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც რუსული კანონპროექტი მეორე მოსმენით გავიდდა, 21 მარტს გაიმართებოდა. ყველა იმ დეპუტატმა, რომელმაც პირველი მოსმენისას აღნიშნულ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს, ახლა წითელ ღილაკს უნდა მიაჭირონ ხელი იმისთვის, რომ საკანონმდებლო ინიციატივა ოფიციალურად ჩავარდეს.

ქართულმა ოცნებამ რამდენიმედღიანი მწვავე და მრავალათასიანი პროტესტის შემდეგ კანონპროექტის გაწვევისა და მეორე მოსმენით მისი ჩაგდების გადაწყვეტილება მიიღო. კანონპროექტები გამოწვეულია ვენეციის კომისიიდანაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი