დავით ზურაბიშვილმა "რესპუბლიკური პარტია" დატოვა

გამოქვეყნდა:

დავით ზურაბიშვილმა "რესპუბლიკური პარტია" დატოვა. ამის შესახებ მან "ფეისბუქის" პირად გვერდზე რამდენიმე წუთის წინ დაწერა. 

ზურაბიშვილი წერს, რომ მისი ეს გადაწყვეტილება პოლიტიკიდან წასვლას არ ნიშნავს. ის არც სხვა პარტიასთან თანამშრომლობას გეგმავს.

მისივე თქმით, პოლიტიკური შეხედულებებით ოპოზიციონერად და ხელისუფლების ოპონენტად რჩება.
"მიმაჩნია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს არა აქვს წინსვლის და განვითარების პერსპექტივა და ის აუცილებლად უნდა შეიცვალოს ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული პროდასავლური კოალიციური ხელისუფლებით".

შეგახსენებთ, რომ დავით ზურაბიშვილი "რესპუბლიკური პარტიის" წევრი 2007 წლიდან იყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი