
გერმანიის ქალაქ ჰამბურგში შეირაღებული თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და დაშავდა - ამის შესახებ ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს.
რამდენიმე გერმანული მედიის ცნობით, სროლის შედეგად სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა.
მომხდარის შესახებ ამ დროისთვის ცნობილია, რომ სროლა გუშინ იეჰოვას მოწმეთა ცენტრში დაახლოებით საღამოს 9 საათზე მოხდა.
"დაღუპულებს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აქვთ“, - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა, მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადასტურების გარეშე.
სამართალდამცავი უწყების ცნობით, შეიარაღებული თავდასხმის მოტივი უცნობია. მათივე თქმით, პოლიციას ცეცხლსასროლი იარღარის გამოყენება არ დასჭირვებია.