თუ 2008 წლის აგვისტო განმეორდება, საქართველოს არავინ დაუწყებს ლოლიავს, ეგრევე გლიჯავენ თბილისს - სიმონიანი 

გამოქვეყნდა:

თბილისში მომიტინგეები ყვირიან: „სოხუმი! სოხუმი!'

სინამდვილეში, თავიდან ცხადი იყო, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენთვის მეორე ფრონტის გასახსნელად იყო საჭირო.

მას შემდეგ, რაც ჩემი მეგობრის, დაუვიწყარი სტივენ კოენის გარდაცვალების შემდეგ (რომელმაც, სხვათაშორის, 15 წლის წინ მითხრა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ თვითონ იქამდე იცოცხლოს, მაგრამ მე აუცილებლად ვნახავ, როგორ გაიყოფა უკრაინა ორ ნაწილად), მათ [ამერიკელებს] აღარ დარჩათ კრემლოლოგები, ვერავინ უკარნახებს, რომ 2008 წლის აგვისტოს განმეორების შემთხვევაში, საქართველოს არავინ დაუწყებს ლოლიავს და არავინ გაგზავნის იქ ჯარს, უბრალოდ ეგრევე გლიჯავენ თბილისს, საქმეში დიდად გარკვევის გარეშე, თუნდაც იმიტომ, რომ:

1. ახლა სენტიმენტების დრო არაა, 

2. თბილისში არ არის კიევ-პეჩერსკის ლავრა

3. ჩვენს ქვეყანაში არავინ ფიქრობს, რომ რუსები და ქართველები ერთი ხალხია და რომ რუსეთის ფედერაციას ოდესმე „თბილისის რუსეთი“ იწოდებოდა.

ასე რომ, ტყუილად წამოიწყეთ ეს ყველაფერი. შეიცოდეთ ლამაზი ქალაქი და მისი მცხოვრებების ტემპერამენტი. რადგან თავად არ ინდოებენ თავებს. 

- წერს კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი Telegram-ზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი