
"როდესაც ჩვენ პოლიტიკოსები და ასევე ჩვენი საერთაშორისო მეგობრები ხედავენ, რომ ქვეყნის შიგნით არჩევანი არის მტკიცე, და ადამიანები ბრძოლაში არიან იმისთვის, რომ ამ ქვეყანამ არ გადაუხვიოს ევროპულ არჩევანს და გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, ჩვენც ვართ უფრო გაძლიერებული ჩვენ ბრძოლაში, პარლამენტს შიგნით და ჩვენი პარტნიორების განცხადებები არის გაცილებით უფრო ინტენსიური და სისტემატიური, ამან გამოიღო შედეგი ვფიქრობ, ჩვენი პარტნიორების აქტიურობამ და ჩვენი მოქალაქეების პროტესტმა ქუჩაში.
ეს არის გაკვეთილი ქართული ოცნებისთვის, რომელმაც უნდა დაიმახსოვროს, რომ როდესაც საქმე ეხება ქვეყნის კურსს, აქ ჩვენი მოქალაქეები არიან მტკიცე და შეუვალი".
თქვა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ.