დაშინების მცდელობაა, ახალგაზრდებს, რომლებიც აქციებზე იდგნენ არავისი ეშინოდათ - დეკანოიძე შსს-ს ბრიფინგზე

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, ხატია დეკანოიძის შეფასებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის დღევანდელი განცხადება რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დამნაშავეების დასჯასთან დაკავშირებით, დაშინების მცდელობაა.

როგორც დეკანოიძემ განაცხადა, აქციაზე იდგნენ ის ახალგაზრდები, რომლებიც არავის აზრს არ იზიარებდნენ და არც არავისი ეშინოდათ. მისივე თქმით, ერთადერთი ვინც არაპროპორციული ძალა გამოიყენა აქციების მიმდინარეობისას, ეს თავად შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო.

"მუქარა, პირველ რიგში დაშინებაა საზოგადოების. არის ახლა, გადაწყვიტეს, რომ სამაგიერო გადაუხადონ საზოგადოებას, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ის ახალგაზრდები ვინც იქ იდგნენ, არავის აზრს არ იზიარებდნენ და რაც მთავარია, არავისი არ ეშინოდათ საერთოდ და თუ ვინმემ ძალა გამოიყენა არაპროპორციული, დაარბია ახალგაზრდები, დაწამლა, ეს იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო და ეს ადამიანები, ვინც განსაკუთრებული სისასტიკით სცემდნენ დაბლა დაგდებულ ახალგაზრდებს. ამიტომ, ჩვენ ეს ყველა გვახსოვს, ყველას, ძალიან კარგად, ეს ასახულია თქვენს კადრებში და რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ მუქარას და აგრესიას თუ გააგრძელებენ, ზოგადად ვიხილეთ რამდენად აღშფოთება შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოების", - განაცხადა დეკანოიძემ. 

7-8 მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დღეს თეიმურაზ კუპატაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გამართა, სადაც მან განაცხადა, რომ სწავლობენ პოლიციელების მიმართ განხორციელებული ძალადობის თითოეულ ფაქტს და გამოვლენილი დამნაშავე პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან. მისივე თქმით, აქციების დროს 58 პოლიციელი დაშავდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი