მმართველმა პარტიამ "ქართული ოცნება", "ხალხის ძალამ" და საპარლამენტო უმრავლესობამ მათივე რუსული კანონპროექტი მეორე მოსმენაზე ჩააგდო.
რუსულ კანონპროექტზე პარლამენტის პლენარულს სხდომაზე, მეორე მოსმენის დროს რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 112-მა წევრმა. კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი არ დაუჭირა 35-მა დეპუტატმა, მომხრე იყო ერთი დეპუტატი.
ერთადერთი დეპუტატი, რომელმაც რუსული კანონპროექტს მხარი მეორე მოსმენაზეც დაუჭირა "ქართული ოცნების" წევრი, დიტო სამხარაძეა.