კანონზე უარის თქმა არის ერთადერთი, რაც შეიძლება მომხდარიყო ამ ქვეყანაში - იოსელიანი

გამოქვეყნდა:

ახლად არჩეული სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი პარლამენტის მიერ "რუსული კანონპროექტის" მეორე მოსმენით ჩაგდებასა და მეორე კანონპროექტის გამოწვევას ეხმაურება. ის ამბობს, რომ ეს ერთადერთია, რაც შეიძლება მომხდარიყო ამ ქვეყანაში.

"აგენტების შესახებ კანონზე უარის თქმა არის ერთადერთი, რაც შეიძლება მომხდარიყო ამ ქვეყანაში. საქართველოს მომავალი ევროპაშია და არსად სხვაგან", - წერს ლევან იოსელიანი.

ცნობისთვის, კრიტიკისა და პროტესტის შემდეგ დღეს, 10 მარტს, საპარლამენტო უმრავლესობამ ინიცირებული და პირველი მოსმენით მხარდაჭერილი "რუსული კანონი" მეორე მოსმენაზე ჩააგდო. ამ კანონპროექტზე ინიციატორები ამბობდნენ, რომ ამერიკული კანონის ანალოგი იყო. "ხალხის ძალამ" უკან გაიწვია მათ მიერ დაწერილი კანონპროექტიც, რომელიც ჯერ კენჭისყრაზე გატანილი არ იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი