"თქვენ მე აგენტს მარქმევდით" - გორის საკრებულოს სხდომა პროტესტის და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სხდომას სამოქალაქო აქტივისტები დაესწრნენ, რომლებმაც სიტყვა ითხოვეს. ისინი საკრებულოს წევრებისგან პოზიციის დაფიქსირებას ითხოვდნენ "რუსულ კანონპროექტებთან" დაკავშირებით.
დაპირისპირება კვლავ "აგენტის" დასახელების გაპროტესტებას მოჰყვა.
"საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დაიწყო ჩხუბი, მივმართავდი გორის უნივერსიტეტის რექტორს, რომელიც ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობდა. როდესაც მადლობას მიხდიდა იმისთვის, რასაც ისინი აკეთებდნენ, როდის იყო გულწრფელი, მაშინ, თუ ახლა, როდესაც პოზიცია არ დააფიქსირა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კანონი ამ ქვეყანას დაღუპავდა", - თქვა სამოქალაქო აქტივისტმა, თეონა ფანქველაშვილმა.
საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე ამბობს, რომ სამოქალაქო აქტივისტების გამოსვლა არასასურველ საუბარში გადაიზარდა.