ბელორუსებზე ბევრად მაგრად იბრძოდნენ ბარიკადებზე და მთელ რიგ ელემენტებში უკრაინელებსაც აჯობეს. მართლა საამაყოები ხართ- მიხეილ სააკაშვილი ახალგაზრდებს

გამოქვეყნდა:

ამ ყველაფერში გამოვლინდა მთავარი რამ, ჩვენი გენეტიკური კოდი თავისუფლების მოყვარეობის - წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით:

"ამ თაობამ არ იცის თუ რას ნიშნავს უნივერსიტეტში ქრთამით მოწყობა. 
მათ უკვე პირველ კლასში ყველას დავურიგეთ კომპიუტერები და თითქმის ყველა სკოლაში
შევიყვანეთ ამერიკელი მასწავლებელი და დავავიწყეთ რუსული.
სკოლებში მანდატურებმა შეიტანეს უსაფრთხოება.
მოკლედ გატარდა თანასწორობის გარემოს შექმნის პოლიტიკა.
ამავე თაობამ ნახა ხელისუფლების არჩევნებით ცვლილება.
ამ დღეებში ამ ყველაფრის მონაპოვარი მიიღო საქართველომ.
გარდა ამისა ამ ყველაფერში გამოვლინდა მთავარი რამ, ჩვენი გენეტიკური კოდი თავისუფლების მოყვარეობის.
მინდა ვთქვა რომ ბელორუსებზე ბევრად მაგრად იბრძოდნენ ბარიკადებზე და მთელ რიგ ელემენტებში უკრაინელებსაც 
აჯობეს. მართლა საამაყოები ხართ!
P.S
მიხარია რომ ნიკუშა და ალისაც იყვნენ ყველა მიტინგზე - ალისამ მიტინგი,
როგორც ზეიმი ისე აღიქვა." წერს მიხეილ სააკაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი