კიევში ეროვნული გმირი დაკრძალეს - 27 წლის დმიტრი კოციუბაილო უკანასკნელ გზაზე ათასობით ადამიანმა გააცილა

გამოქვეყნდა:

კიევში "და ვინჩის მგლების" ბატალიონის მეთაური დმიტრი კოციუბაილო დაკრძალეს. 27 წლის გმირი უკანასკნელ გზაზე ათასობით უკრაინელმა გააცილა. სამგლოვიარო ცერემონია კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე გაიმართა და მას პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაესწრო. ასევე, ადგილზე იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი, დაზვერვის უფროსი კირილ ბუდანოვი და კიევში ვიზიტით მყოფი ფინეთის პრემიერმინისტრი სანა მარინი.

კოციუბაილო  ცალკეული 67-ე  მექანიზებულ ბატალიონს "და ვინჩის მგლებს" ხელმძღვანელობდა. ის  უკრაინის დამოუკიდებლობისთვის 2014 წლიდან იბრძოდა. იყო პირველი სამხედრო მოხალისე იყო, რომელსაც სიცოცხლეში მიენიჭა  "უკრაინის გმირის" წოდება, 2021 წელს.

დმიტრი კოციუბაილო მარტის დასაწყისში ბახმუტთან მიმდინარე ბრძოლისას მოკლეს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი