"ექვსი კაცი მეჯიკავებოდა და მტენიდა მანქანაში" - აქციაზე დაკავებული თორნიკე აკოფაშვილი 3,000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

"არა რუსულ კანონს" აქციაზე დაკავებული ყოფილი ჯარისკაცი თორნიკე აკოფაშვილი სასამართლომ 3,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 

აკოფაშვილი ერთადერთია იმ დაკავებულთაგან, რომელსაც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევას ედავება. მას პოლიციელზე თავდასხმას და შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ედავებიან.

ადვოკატების ინფორმაციით, პროკურატურა 5,000 ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა დაცვის მხარის შუამდგომლობის შედეგად, მოსამართლემ თანხა 3,000 ლარამდე შეამცირა.

აკოფაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობს, რომ ის სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა ძალადობრივი მეთოდებით დააკავეს.

"პატივცემული პროკურორი მედავება, არადა მე რეალურად ვიყავი ჩემს ახალგაზრდებთან ერთად. შემდეგ უნდა დავხვედრილიყავი ჩემს ერთ-ერთ მეგობარს. სპორტულებში გამოწყობილი იყვნენ, ზოგს წვერიც კი ჰქონდა, სამართალდამცველს. მე ვერც მივხვდი ვინ იყვნენ, მომაქციეს წრეში და ისიც ვერ მივხვდი, იმას ვეუბნებოდი ვინ ხართ, ექვსი კაცი მეჯიკავებოდა და მტენიდა მანქანაში. ჩემს თავს არ ვთვლი დამნაშავედ, იმიტომ რომ ჩვენ ახალგაზრდები ვაპროტესტებდით რუსულ კანონს", - ამბობს აკოფაშვილი.

თორნიკე აკოფაშვილი პატიმრობაში ორი დღის განმავლობაში იყო. მომდევნო სასამართლო სხდომა მაისში გაიმართება.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი