EPP-მ მიიღო რეზოლუცია, სადაც დაგმობილია რუსული კანონი, ოცნების ანტიდასავლური კურსი და დემონსტრანტების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება

გამოქვეყნდა:

ჰელსინკში, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეაზე საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. მიიღეს რეზოლუცია, სადაც  დაგმობილია პარლამენტში ინიცირებული "რუსული კანონი" და ოცნების ანტიდასავლური კურსი. 

დებატების ინიციატორი "ევროპული საქართველო" იყო. 

ასამბლეას პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ესწრებოდა. 

"რეზოლუციაში ნათქვამია ძალიან მკაფიოდ, რომ არამარტო ეს კანონი, არამედ მთელი ამ წლების დემოკრატიული უკუსვლა საქართველოში, ის ნარატივები, ის გზავნილები, რომელიც ისმის ანტიდასავლური ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, ის პოზიცია, რომელიც მათ აქვთ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, ასევე ის გამოუთქმელი სურვილები და გადაუდგმელი ნაბიჯები რეფორმების გატარებასთან დაკავშირებით, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზის საწინააღმდეგო ნაბიჯებია." აცხადებს გიგი წერეთელი.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ "რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციებზე დაინახეს, რამდენად დიდია ქართველების მისწრაფება უკეთესი მომავლისკენ.

EPP  გმობს დემონსტრანტების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი