ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების სიაში არ არის, ნიკა გვარამიას პატიმრობაა - Bild

გამოქვეყნდა:

"ასე სურს პუტინს საქართველო ტყვეობაში ამყოფოს" -  ამ სახელწოდებით გერმანული გავლენიანი მედია Bild  საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე სტატიას აქვეყნებს. 

 "დამოუკიდებლობის 32 წლის შემდეგ საქართველოში რეგრესია!" - ოლიგარქი, რომელიც თავად პრემიერმინისტრი იყო, თბილისის მოსკოვის თეატრში თამაშობს თავისსავე თოჯინების ჯგუფთან ერთად საჩვენებელი სასამართლო პროცესებით, კანონთან შესაბამისობაში მოყვანილი მედიით და გიჟური კანონებით." - ნათქვამია სტატიაში.

სტატიაში წერია, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების სიაში არ არის, ნიკა გვარამიას პატიმრობაა. სტატიის ავტორი წერს, რომ ევროპარლამენტი და ქართული ოპოზიცია გვარამიას  პოლიტიკურ პატიმრად და რუსეთისა და მისი მარიონეტული ხელისუფლების მძევლად მიიჩნევენ.

სტატიაში საუბარია, რომ გვარამიამ წერილი გაუგზავნა ანნალენა ბერბოკს, სადაც "პოლიტპატიმარი ითხოვს პირდაპირ გერმანიის დახმარებას თავისი ქვეყნისთვის, რადგან საქართველო დასავლეთს შორდება და რუსეთი იპყრობს".

"ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიანიჭეს, არის 46 წლის ნიკა გვარამია, მედია მენეჯერი და ოპოზიციური ტელევიზიის ხელმძღვანელი, რომელსაც 3.5 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
გვარამია, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალისტია, ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დამოუკიდებელ ტელეარხს ხელმძღვანელობს. მისმა ჟურნალისტებმა ამხილეს საქართველოს პრორუსული მთავრობის ფარული კავშირები მოსკოვთან. ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ მისი შემთხვევა ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამდენად ასცდა საქართველო დასავლეთის გზას და მოექცა მოსკოვის გავლენის ქვეშ: გასულ წელს ევროპარლამენტარებმა რეზოლუციით დაგმეს მედიის თავისუფლების შეზღუდვა და ჟურნალისტების დევნა. გვარამიას საქმეზე რეზოლუციაში ნათქვამია: საქმე არის „ხელისუფლების კრიტიკული ხმის გაჩუმების მცდელობა“. თავად გვარამიამ ცოტა ხნის წინ  ციხიდან  წერილით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრ ანნალენა ბერბოკს. ის პირდაპირ ითხოვს გერმანიის დახმარებას თავისი ქვეყნისთვის. საქართველო დასავლეთს შორდება და რუსეთი იპყრობს მას. ბერკობისადმი მიწერილ წერილში ნათქვამია: „მე მოხარული ვიქნები, თუ დასავლეთი აღარ განიხილავს საქართველოს მხოლოდ როგორც გეოპოლიტიკურ ფაქტორს და აღარ განახორციელებს წმინდა სტაბილურობის პოლიტიკას“. უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა ეხებოდეს „ევროკავშირის ღირებულებებსა და ინტერესებს, თავისუფლებასა და დემოკრატიას რეგიონში"- წერს გერმანული გამოცემა.

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი