
ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი კიევში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ევჰენ პერბიინსმა Twitter-ზე გაავრცელა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, მარინი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად უკრაინის გარდაცვლილი გმირის, დიმიტრი კოციუბალის გამოსამშვიდობებელ ცერემონიას დაესწრო, რომელიც წმინდა მიქაელის საკათედრო ტაძარში ტარდება.
რუსეთის შეჭრის შემდეგ, სანა მარინის ეს უკვე მეორე ვიზიტია უკრაინაში.