
ვისწავლოთ მათგან, თუ დაგვთანხმდებიან, რომ გვასწავლონ - წერს მიხეილ სააკაშვილი ახალგაზრდებზე, რომლებიც ოცნების რუსულ კანონპროექტსა და რუსულ პოლიტიკას სამი დღის განმავლობაში აპროტესტებდნენ და ამ პროტესტის შედეგად, აღნიშნული კანონპროექტები გაუქმდა:
"ეს იყო წარსულის და მომავლის დაპირისპირება.
ყველანაირი მცდელობა რომ ეს ახალგაზრდები ვინმემ დარაზმოს და ერთპიროვნულად უხელმძღვანელოს განწირულია. მათი მთავარი ღირსება არის ის რომ ისინი არ ცნობენ ავტორიტეტებს, მეორეს მხრივ
ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათ არ უნდა ვესაუბროთ ძალიან ბევრი, მოვუსმინოთ და გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილებაც.
ჩვენ დროს ჩანაცვლდა რუსული-ინგლისურით, საკლასო რვეული-კომპიუტერით,
მოიხსნა საფრთხის და ძალადობის განცდა, გაიხსნა ევროპა. მათ არ იციან რა არის ბნელი ქუჩები და კორუფცია და ამ ყველაფერში ჩვენც გვაქვს პატარა წვლილი შეტანილი.
ამიტომ ამ თაობით, რომელმაც არა მხოლოდ ბევრად მაგრად იბრძოლეს, არამედ რაღაც ელემენტებში უკრაინელებსაც აჯობეს პოლიციური და ტიტუშკების ძალადობის გამკლავებაში.
ასე რომ ვისწავლოთ მათგან, თუ დაგვთანხმდებიან, რომ გვასწავლონ." ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც მის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.