ვაშინგტონში ყოფნისას სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ შტაინმაიერთან - ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს ესაუბრა. ინფორმაციას პრეზიდენტი ტვიტერით ავრცელებს:

"ვაშინგტონში ყოფნისას სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ შტაინმაიერთან 
საქართველო აფასებს ჩემი გერმანელი კოლეგის მიერ დღეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზისა და ქართველი ხალხის თავდადებისადმი გამოხატულ მხარდაჭერას." წერს ზურაბიშვილი. 

შეგახსენებთ, პრეზიდენტი ზურაბიშვილი ვიზიტით აშშ-ში იმყოფება. ის დღეს პრეზიდენტ ბაიდენის  მრჩეველს, ჯეიკ სალივანს შეხვდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი