
გერმანიისა და საქართველოს პრეზიდენტები სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციასა და შტაინმაიერის კომენტარს, საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.
„მადლობელი ვარ თქვენი მკაფიო და ძლიერი პოზიციისთვის თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდასაჭერად. საქართველოს მოსახლეობამ ევროპის გზა აირჩია. გერმანია მხარს უჭერს საქართველოს მის ევროპულ გზაზე, რაც მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლებასაც მოიცავს“. განაცხადა ფრანკ- ვალტერ შტაინმაიერმა.
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერსა და სალომე ზურაბიშვილს შორის სატელეფონო საუბარი დღეს შედგა.