დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში 20-მდე აფეთქება მოხდა

გამოქვეყნდა:

10 მარტს, დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში 20-მდე აფეთქება მოხდა - ინფორმაცია მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშჩენკომ ტელეგრამ არხზე გაავრცელა. მისი ცნობით, აფეთქებების ეპიცენტრი კალმიუსის რაიონში იყო.

მისივე ცნობით, აფეთქებებისთანავე  ქალაქში მობილური კავშირი შეწყდა.

რუსული ოკუპაციის შედეგად, მარიუპოლში გასული წლის 24 თებერვლიდან 22 000 მცხოვრები დაიღუპა. ქალაქში სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის 90% განადგურებულია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი