
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ჯო ბაიდენის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანს შეხვდა.
„საქართველო მადლიერია ამერიკის შეერთებული შტატების ქართველი ხალხის მხარდაჭერისათვის, და მისი ერთგულებისათვის დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით", - დაწერა შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი შეერთებულ შტატებში იმყოფება. ის ნიუ იორკში, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიაზე 7 მარტს სიტყვითაც გამოვიდა.