კობახიძე უნივერსიტეტში არ მივიდა, მაგრამ სტუდენტებმა აქცია-პერფორმანსი მაინც გამართეს

გამოქვეყნდა:

სტუდენტების დაანონსებული აქციის გამო, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილი ლექცია გადადო. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ დღეს 10 საათზე თსუ-ში მისვლაზე უარი თავად თქვა და ამას უნივერსიტეტში ადასტურებენ.

ინფორმაცია, რომ კობახიძე დღეს ლექციას არ ჩაატარებდა სტუდენტებს გუშინ გვიან ღამით მოკლეტექსტური შეტყობინებით გაუგზავნეს. 

"ჩვენ ვნახეთ კობახიძის სმს, როგორ გადადო ლექცია და თქვა, რომ ავანაზღაურებთო, რაღაც პერიოდის შემდეგო. გადადო იმის გამო, რომ შეეშინდა სტუდენტების, რომლებიც აუცილებლად გასცემდნენ მას პასუხს ლექციაზე" ,- ამბობს გიორგი წულაია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი. 

დღეს სტუდენტებმა აუდიტორიასთან, სადაც ლექცია უნდა ჩატარებულიყო, გააკრეს ფორმატი წარწერებით: "არა რუსულ კანონს", "ღალატს ვერ გამოითხოვ". სტუდენტებმა კობახიძეს საკუთარი წიგნი აუდიტორიაშივე დაუტოვეს. 

უცნობია როდის ჩაატარებს რუსული კანონის მხარდამჭერი "ქართული ოცნების" ლიდერი ლექციას საგანში „საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი".

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი