
დანიის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ტროელს ლუნდ პულსენმა დაასახელა Leopard 1-ის ტანკების უკრაინაში მიწოდების სავარაუდო ვადები გერმანულ კომპანია FFG-ში ვიზიტის დროს, რომელიც მათი შეკეთებითაა დაკავებული - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
"ძალიან მოხარული ვარ, რომ ვესტუმრე FFG-ს. მე იქ ვიყავი, რათა მენახა, რომ უკრაინისთვის Leopard 1 ტანკების მომზადებაზე მიმდინარეობს მუშაობა და ჩვენ შევძლებთ მათ გაგზავნას უმოკლეს ვადაში...ვიმედოვნებთ, რომ გაზაფხულზე შევძლებთ უკრაინაში პირველი ტანკების გაგზავნას", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, ის ამაყია, რომ დანია სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით მხარს უჭერს უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისთვის.