სტიკერის გაკვრისთვის შუშანა მაცაბერიძეს 5 000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს - ხოშტარია 

გამოქვეყნდა:

5 000 - ლარიანი ჯარიმა სტიკერის გაკვრისთვის -  დღეს "დროას" წევრს შუშანა მაცაბერიძეს სახლში 5 ცალი 1 000-ლარიანი საჯარიმო ქვითარი მიუტანეს.  ინფორმაციას "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია ავრცელებს. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ცნობით, მაცაბერიძეს ჯარიმა უკრაინაში სრულმასშტაბური ომის დაწყებიდან 1 წლის თავზე დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებული სტიკერის გამო გამოუწერეს.

"5000 ლარიანი ჯარიმა სტიკერის გაკვრისთვის

დღეს "დროას" წევრს შუშანა მაცაბერიძეს სახლში 5 ცალი 1000 ლარიანი საჯარიმო ქვითარი მიუტანეს ფოტოზე აღბეჭდილი სტიკერის "თვითნებურად განთავსების" გამო.

პ.ს. სტიკერები უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1 წლის თავზე დაგეგმილ აქციას ეხებოდა.",- წერს ელენე ხოშტარია

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი