
ოკუპანტებმა დღეს, 11 მარტს დილით ხერსონი დაბომბეს - თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ტელეგრამ არხზე ავრცელებს.
"ნიკოლაევის გზატკეცილზე ჭურვის მოხვედრის გამო მანქანა იწვის. ცნობილი გახდა, რომ ნიკოლაევის გზატკეცილზე მტრის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა", - დაწერა ალექსანდრე პროკუდინმა.